გიორგი III, მეფე შევარდენით (მარჯვნივ) ხელში

GEC-000024
1174 · სპილენძი
ფიზიკური მახასიათებლები
მახასიათებლები
მასალა სპილენძი
ფორმა მრგვალი
იშვიათობა ხშირი
აღწერა

შუბლი: აზიურ-ბიზანტიურ სამოსელში გამოწყობილი გიორგი III მარცხენა (ზოგჯერ მარჯვენა) ხელით დოინჯშემოყრილი ფეხმორთხმით ზის პირდაპირ. მას მეორე გაწვდილ ხელზე შევარდენი უზის. თავს საიმპერატორო სტემა უმშვენებს. მონეტის არეზე გაფანტულია ქართული მხედრული წარწერა, რომელიც იუწყება მეფის სახელს (შემოკლებულად – გი, ზოგან ამას ემატება ႢႨ-ს მონოგრამა) და ასომთავრული წარწერა ႵႰႩႲႯႣ ქორონიკონსა 394 (= 1174 წ.).

ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:

ملك الملوك كيوركى بن ديمطرى حسام المسيح

მეფეთა მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი.

კომენტარები (1)

shota
shota 👑 ადმინი 2 თვის წინ
მაგარია
G
giorgi ⭐ Premium 2 თვის წინ
მაგარია